happy 4th of july politforumis

2011/10/18 2 comments

hey politforumis this has been the best thing thats happend to me in years http://www.business10i.com

Advertisements
კატეგორიები:კატეგორიის გარეშე

ექსპერტი მენაღორიშვი ლი მიშას ულოკავს ))

ასეთი თუ გახსოვთ – ირაკლი მენაღორიშვილი – საგარეო საქმეთა “მინისტრად” ჰყავდა შევარდნაძეს, ტიპი, რომელიც დიპლომატიის გაგნებაში არ იყო (და არც ახლა არის), ჰუმანიტარული დახმარების მოტეხვით 90-იან წლებში რომ აშენდა და “დამშვენდა”, მერე საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაპავდა ფულებს, მათ შორის საელჩოებში მოწყობაზე კეთდებოდა ეს ფულები, თავისნაირი მენაღორიშვილი ჰყავდა მოადგილედ – შოთა დოღონაძე, რომელიც თავის თავს “საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა მინისტრს” უწოდებდა )))

აი ახლა ეს შევარდნაძის კლიზმა მიშიკოს ულოკავს ამერიკელების – ობამას ფაქტორის გათვალისწინებით – შავ ანუსებთან ერთად ))

ექსპერტი საგარეო საკითხებში ირაკლი მენაღარიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ აშშ-სთვის ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად საქართველოს ტერიტორიისა და სატრანსპორტო ინფრატრუქტურის სატრანზიტო პუნქტის შეთავაზებას “ღირსეული სახელმწიფოს ნაბიჯად” აფასებს. როგორც “პირWელს” მენაღარიშვილმა განუცხადა, “აღნიშნული შეთავაზებით საქართველო მოკავშირეობასა და ერდგულებას კიდევ ერთხელ გამოხატავს”. “საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ქართული მხარე ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს და რომ ეს საკითხი მისთვის მნიშვნელოვანია. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნულ შეთავაზებას ამა თუ იმ ფორმით მხარს დაუჭერს”, – განაცხადა მენაღარიშვილმა. ექსპერტი რუსეთის ფაქტორზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოსკოვს საქართველოს ამ წინადადების მიმართ არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. “ავღანეთში წარუმატებლობა მთელი მსოფლიოსთვის იქნება ცუდი, აქედან გამომდინარე, არა მგონია, რუსეთს ამმხრივ საქართველოს მიმართ რაიმე პრეტენზიები გაუჩნდეს. მოგეხსენებათ, რომ რუსეთმა თავისი ტერიტორია უკვე შესთავაზა სამხედრო ტვირთვების გადასაზიდად აშშ-ს”, – აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სთავაზობს, გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია და სატრანსპორტო ინფრატრუქტურა სატრანზიტო პუნქტად ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად. ამ ინიციატივის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკული საინფორმაციო სააგენტო “ასოშიეიტედ პრეს”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთს რა პრეტენზია უნდა გაუჩნდეს, გარდა იმისა, რომ თურმე სააკოვი ცდილობს, რუსეთს “აახიოს” ის გზა, რომელიც რუსეთმა შესთავაზა. ირაყლი, მინისტრი რომ იყავი ამდენ ხანს, მარტო ირაყლი დარჩი და ვერაფერი ისწავლე? ))) რუსეთი რუსეთია, საქართველო საქართველოა, იუპიტერი იუპიტერია, ხარი – ხარია ))). არ გესმის შენ ეს ))). რუსეთს ეს დერეფანი თავის ტერიტორიაზე კოზირად სჭირდება ამერიკასთან “თამაშში”. მეორეც ერთი, საქართველოზე არ არის “ავღანური დერეფანი” დამოკიდებული, ავღანეთი შორსაა აქედან, რუკას მაინც დახედე – აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა უნდა მისცენ “დაბრო” ემერიქელებს, და მხოლოდ მაშინ გაიხსნება ეს დერეფანი. რუსეთთან ტრაკის თამაში კი ჯერ შენი “მინისტრობის” დროს დაიწყო და მაშინ შემოიღო პუტინმა სავიზო რეჟიმი, ასე რომ, მიშიკოსაც ნუ დავაბრალებთ ყველაფერს. ))

კატეგორიები:1

ქსერქსე იმპერატორის წყალობის ფირმანი აფხ აზებს :D

2010/02/02 3 comments

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში აფხაზურს მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი მიანიჭა
14:13 – 29.01.2010

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში აფხაზურ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიაში “ჩართულობა თანამშრომლობის გზით” არის ნათქვამი. “აფხაზები საქართველოს მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენენ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართულ ენასთან ერთად, აფხაზურს სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭა. აფხაზური ენის გამოყენების პირობების გაუმჯობესებისთვის აფხაზური ენის პატივისცემას, დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა”, – ნათქვამია დოკუმენტში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ აღნიშნული სტრატეგია ორი დღის წინ დაამტკიცა. სტრატეგიის განხორციელებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება ივნისში დასრულდება
http://pirweli.com.ge/index.php?option=com…82&Itemid=1

აშენდა აფხაზეთი, და ეს არის. მიშამ, ბოდიში, იმპერატორმა მიშამ, დარიოსის ძემ, ქსერქსედ წოდებულმა, თავისი თვალუწვდენელი სპარსეთის იმპერიის გასაგონად ბრძანა, რომ აფხაზეთშიო აფხაზურიო, მეორე ენად იყოსო, ნებასა ვრთავო. biggrin.gif მაშ, მიშქსერქსა, ასიათასიანი არმიის მბრძანებელო, ოსებიცა შაიბრალე, სენიწირმე, ოსებიცა. biggrin.gif

კატეგორიები:1

არატრადიციონალი მემა რჯვენეები, ტრადიციონ ალი მემარცხენეები

2010/01/24 1 comment

ერთ მეზობელ თემაში ჩემი ყურადღება მიიქცია ნიკუშა მარქსის შეკითხვამ:”რატომ ხართ მემარჯვენეები(ლიბერასტები…) ასეთი არატრადიციონალისტები?”

მართალი შენიშვნაა და აი რატომ:

მემარჯვენეობა პირველ რიგში ნიშნავს სახელმწიფოს ნაკლებ როლს დოვლათის გადანაწილებაში – დაბალ გადასახადებს…

კაცი, ოჯახის მამა, შრომობს, ჰქმნის დოვლათს, ინახავს და მზრუნველობას უწევს თავის და მეუღლის მოხუცებულ მშობლებს, ზრდის შვილებს, რომლებსაც აძლევს კარგ განათლებას, ზრუნავს მათ ფიზიკურ და ზნეობრივ სიჯანსაღეზე, შთააგონებს პატრიოტიზმს…

ის და მისი შვილები სახელმწიფოს პირველ დაძახილზე მზად არიან ქვეყნის დამცველთა რიგებში ჩადგნენ, არიან კანონმორჩილნი და საზოგადოებას პრობლემებს არ უქმნიან…

ეს კაცი ასე იმიტომ იქცევა, რომ ის ტრადიციებს მიჰყვება – უნდა იყოს ოჯახის მამა, იზრუნოს მშობლებზე და ქვეყანას გაუზარდოს პატრიოტი შვილები!

ჰოდა, ეს კაცი ამბობს: “განა მე ცოტა ხალხს ვარჩენ, რომ კიდევ სხვები ამკიდონ?”

ეს კაცი მემარჯვენეა და მოითხოვს, რომ შეუმცირდეს გადასახადები, რადგანაც ის თავისი მოღვაწეობით ისედაც ათავისუფლებს საზოგადოებას ზედმეტი ხარჯებისაგან!

მაგრამ, ამ დროს გამოდის სცენაზე მემარცხენე და მემარჯვენეს მიმართავს:

“ყველას როდი აქვს შენსავით აწყობილი ცხოვრება?

ზოგმა მარჩენალი დაკარგა, ზოგი დაინვალიდდა, ზოგსაც არავინ არ ჰყავს პატრონი – ხომ არ გავწირავთ?

როცა შენს გარშემო ამდენი შრომისუუნარო და გაჭირვებულია, განა შენი კეთილდღეობაც არ ფერმკთალდება?

ქუჩაში უპატრონოდ გაშვებული ბავშვები რომ კრიმინალებად გაიზრდებიან, განა შენს შვილებს საფრთხე არ შეექმნება?

მოგვეცი შენი შემოსავლის ნაწილი და ჩვენ მათ გაჭირვებულებს ისე გადავუნაწილებთ, რომ საზოგადოებაში შიდა ანტაგონიზმი გამოირიცხოს!”

მემარცხენემ იცის, რომ ტრადიციები არად არგიათ გაჭირვებულ, არასრულფასოვან ოჯახებს და ამიტომაც ცდილობს, რომ კანონის საშუალებით დაეხმაროს მათ…

მემარცხენემ იცის, რომ ნებისმიერ ქვეყანაში გაჭირვებულ ხალხს ერთიდაიგივე პრობლემა აქვს – გადარჩენის, და ამიტომაც ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე საშუალებით შეიძლება ამ პრობლემის დაძლევა – გადასახადების გაზრდითა და დოვლათის სამართლიანი გადანაწილებით – მემარცხენეს ტრადიციები სულაც არ უნდა ანაღვლებდეს…

* * *

ჩვენთან, ერთის შეხედვით, ანომალიური მდგომარეობაა:

მემარჯვენეები ჰქვიათ ადამიანებს, რომლებმაც არეულობის ჯამს მიითვისეს ხალხის ქონება, კანონი გააუპატიურეს და მონათმფლობელური ფორმაციის დონემდე დაიყვანეს შრომის კოდექსი, არ სურთ გადასახადების გადახდა და ყოველგვარი ტრადიციულისაგან გაუცხოების ფონზე ცდილობენ დაემსგავსონ ლათინოს ნარკო-ბარონებს…

მემარცხენეები თავიანთ პროტესტებს გამუდმებით აფერადებენ ეროვნულ ტრადიციებზე აპელირებით და რა უნდათ, დღემდე ვერ გაურკვევიათ – 20 წელია, პროფკავშირიც კი ვერ შეუქმნიათ, მაგრამ ეროვნულად კი იცემენ გულზე მჯიღს… თან გადასახადების შემცირებას მოითხოვენ…

გარდა ამისა, მემარცხენეობას აქვს დიდი ნაკლიც – დიდხანს ხელისუფლებაში მათი დატოვება იწვევს სოციალური პარაზიტების მომრავლებას, რაც დროთა განმავლობაში ფიტავს ქვეყანას და აკნინებს…

* * *

მაგრამ, ეს ანომალია როდია? – ეს უკუღმართობა ბუნებრივი შედეგია იმისა, რომ ჩვენ ერი აღარა ვართ!

როცა იყო ომი და გაჭირვება, როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება, საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრის მიზნით უნდა მომხდარიყო მემარცხენეების ხელისუფლებაში მოსვლა – ნებისმიერი დოვლათი უნდა გადანაწილებულიყო ისე, რომ ხალხი მასობრივად არ გაქცეულიყო ემიგრაციაში – მეორე მსოფლიო ომის შემდგომ თუ მთელი ევროპა ტალონებით ღებულობდა საკვებსა თუ პირველადი მოხმარების საქონელს, ვითომ ჩვენ არ გვეკადრებოდა?

როცა სახელმწიფო შეინარჩუნებდა თავის მოსახლეობას, მერე უნდა დაწყებულიყო გადასახადების დაწევის პროცესი, რომ მეწარმეობის განვითარებას რაც შეიძლება მეტი ხალხი დაესაქმებინა…

მაგრამ, ჩვენთან ეს არ მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოვიდა ის ხალხი, ვინც თავისი ბუნებითა და მსოფლმხედველობით ყოველთვის იყო პარაზიტი – კამსამოლა, მაქინატორი, კოლაბორაციონისტი, კონფორმისტი…

დასკვნა: ჩვენთან არც მემარჯვენეობაა ნამდვილი და არც მემარცხენეობა – ორივეგან აფერისტები სხედან…

გამოსავალი: რევოლუცია და ქონების ნაციონალიზაცია!

Pioneer
არაფერიც არ “ამოტრიალდება”, ჩემი აზრით. აქ დუგინი არ მოსწონთ, მაგრამ შესანიშნავად აქვს ეს პრობლემა გაანალიზებული. მემარცხენეობა ტრადიციებს სულაც არ გამორიცხავს, პირიქითაც. ქრისტიანული თემი, კომუნა – მემარცხენე სოციალური ფორმაციაა, ამავე დროს ქრისტიანული მოძღვრების ცხოვრებაში გატარებას მემარჯვენეები ითხოვენ ხოლმე…

dervishi

დუგინს აქვს ასეთი ფორმულა: “ნაციონალიზმს ვიზიარებთ “მარცხნიდან”, სოციალიზმს – “მარჯვნიდან”. ასე ხდება მემარცხენეობის და მემარჯვენეობის ჰარმონიზირება, მაგრამ ეს არ არის “ცენტრიზმი” ჩვეულებრივი გაგებით (ანუ მემარცხენეობიდან რაღაცის აღება და მემარჯვენეობიდან რაღაცის აღება – ამ გზით მოჩვენებითი კომპრომისი). ეს არის სწორედ ის მესამე გზა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში არ განხორციელდა, არც სსრკ დანგრევის მერე განხორციელდა… და ვართ ასე დუალისტურ იდეოლოგიურ მარწუხებში მომწყვდეულნი – “მემარჯვენე/მემარცხენე”, “კაპიტალიზმი/სოციალიზმი”, “ლიბერალიზმი/ტოტალიტარიზმი” და მისთ.

სიყალბეა ეს ყოველივე მართლაც. არადა, არსებობს მესამე გზა, ამ გზას უდიდესი თეორეტიკოსები მიგვასწავლიან – ადამ სმიტზე და კარლ მარქსზე არანაკლები და უფრო მეტად ნათელი თავები, მაგ. ფრიდრიხ ფონ ლისტი, დე სისმონდი, გეზელი, კეინზი და კიდევ ბევრი – სხვადასხვა სფეროებიდან (ეკონომიკა, სოციოლოგია, ფილოსოფია…)

http://politforumi.com/index.php?showtopic=9814

კატეგორიები:1

სისასტიკე და დასავლუ რი ცივილიზაცია, ისტო რიული ექსკურსი

ამჟამად ვამუშავებ მე-20 საკუნუნის შუა ხანების ცნობილი ამერიკელი ავტორის ლეოპოლდ კორის ორიდან ერთ-ერთ მეტად რეზონანსულ ნაშრომს “სახელმწიფოთა დაშლა” (ორიგ.: Leopold Kohr – The Breakdown of Nations. London 1957). ის, თუ რას შეეხება ეს არაორდინალური და პოლიტოლოგიურ მეცნიერებაში ფრიად საკამათო ნაშრომი, ცალკე საკითხია და რომ დავამთავრებ წიგნის კითხვას, მერე უფრო დაწვრილებით შემოგთავაზებთ ამასთან დაკავშირებით აზრებს, მაგრამ მანამდე ამ წიგნიდან ამოვიღე ადგილები, სადაც ავტორი ფაქტებს გვთავაზობს ევროპის და ამერიკის ისტორიიდან. ეს ფაქტები არ არის ცალკეული რაღაც მიმობნეული ეპიზოდები, არამედ ისტორიული კანონზომიერება. კერძოდ:

ის, რასაც ჩვენ “დასავლურ ცივილიზაციას” ვეძახით, შედგება არა მხოლოდ (და არა იმდენად) დიდი კულტურისა და სულიერებისაგან, არამედ ამის პარალელურად – საოცარი სისასტიკისაგან, ადამიანთა განზრახ ტანჯვა-წამების აურაცხელი ფაქტებისაგან.

წაიკითხეთ ქვემოთ ატვირთული მასალები, მე რომ მგონია, რომ ევროპის ისტორია ასე თუ ისე ვიცი, თურმე ბევრი არც არაფერი მცოდნია. ფაქტები ისეთია, რომ თმებს ყალყზე დააყენებს. სისასტიკეს ევროპასა და ამერიკაში ბევრად უფრო მასშტაბური ხასიათი ჰქონია. ამიტომაც ნუ გაგვიკვირდება დღეს გუანტანამო, აბუ ღრეიბი და “ცეერუს” საიდუმლო საწამებელი საპყრობილეები. ყოველივე ამას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს !!! (ავტორი რატომღაც გვერდს უვლის “საფრანგეთის დიდი რევოლუციის” მიერ განხორციელებულ ბრუტალობებს, მაგრამ რაც არის მოყვანილი, თავისთავად მრავლისმეტყველია. დააკვირდით, ეპოქები განსხვავებულია, ათეისტები რელიგიას ნუ დააბრალებთ რამეს, არამედ პირიქით, თქვენს თავს დააბრალეთ biggrin.gif). ჩემი აზრით, ასეთ ბნელ ცივილიზაციას არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია, ჭკუა ასწავლოს დანარჩენ მსოფლიოს და “ადამიანის უფლებებზე” ლექციები უკითხოს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სააკაშვილი და მისი მაიმუნების ხროვა სწორედ ამ “დასავლური ცივილიზაციის” კიდევ უფრო დამახინჯებული და გროტესკული გამოვლინებაა. ახლა აღარ დაგიწყებთ, მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიასთან პარალელები გავავლოთ, რომელშიც სიკვდილით დასჯა იშვიათობა იყო და თითქმის მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე არც ერთი ქართველი არ დასჯილა სიკვდილით… ))

მაშ ასე:

მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი

http://politforumi.com/index.php?showtopic=9827

კატეგორიები:1

ჩრდილო კავკასიის მეფ ისნაცვალი

რუსეთის პრეზიდენტმა შექმნა ახალი, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქი. გუშინ მინდოდა ამაზე თემის გახსნა, მარა დამავიწყდა. biggrin.gif

რას ნიშნავს ამ ახალი ოლქის შექმნა? მართვის ცენტრი გადმოდის როსტოვიდან პიატიგორსკში. ეს უშუალო სიახლოვესაა კავკასიასთან. ამავე დროს, ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში ჯარის ახალი განლაგების შექმნა. მოგეხსენებათ, რუსეთში ტარდება სამხედრო რეფორმა და ჯარი გადადის ბრიგადულ სტრუქტურაზე. შესაბამისად, დივიზიები იშლება ბრიგადებად. ორი ყველაზე ელიტური დივიზია უკვე გარდაიქმნა ბრიგადებად და განლაგდება სწორედ ჩრდ. კავკასიაში. ესენია ტამანის და კანტემიროვის დივიზიები, რომლებიც მოსკოვის ოლქში იყვნენ დისლოცირებული. გარდა ამისა, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე შეიქმნება მესამე სამთო ბრიგადა. ამავე დროს, საჰაერო-სადესანტო ჯარები ინარჩუნებს დივიზიურ დაყოფას და მე-7 საჰაერო სადესანტო დივიზია, რომელიც ნოვოროსიისკში იყო, რჩება. შედეგად, ჩრდ. კავკასიაში ჯარის კონცენტრაცია იქნება მაქსიმალური. ამას ემატება აფხაზეთში და ცხინვალში განლაგებული ნაწილები.

ასევე საინტერესო მომენტებია ამ ახალ ოლქთან დაკავშირებით. მასში არ შევიდა ადიღეს რესპუბლიკა, რაც დაასუსტებს ადიღეურ-ჩერქეზულ ელემენტს კავკასიაში. ეს ხალხი აღმოჩნდა ორ ოლქში გადანაწილებული – ჩრდილოკავკასიურ და სამხრეთის ოლქებში. შესაბამისად, აფხაზებსაც ძალიან უძნელდებათ გაერთიანება ჩერქეზულ ხალხებთან და რუსეთის ტერიტორიაზე ერთიანი ჩერქეზული სარტყლის შექმნა, ზღვაზე გასასვლელით.

ასევე სუსტდება კადიროვის პოზიციები ჩრდილო კავკასიაში, რომელიც აცხადებდა მთელი რეგიონის არაფორმალურ ლიდერობაზე პრეტენზიას. სავარაუდოდ, კადიროვის ენერგია სხვა მიმართულებით მიიმართება, ოღონდ არა კრემლის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა.
http://politforumi.com/index.php?showtopic=9771

კატეგორიები:1